ექსპორტის მენეჯერი

12 ივლისი - 12 აგვისტო

გასგო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

"გასგო მოტორსი" საქართველოში ჩამოყალიბდა. კომპანია გამოირჩევა როგორც ქსელური ფილიალებით, ასევე დისტრიბუციის ქსელით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ ადგილას აწვდის პროდუქციას. მას აქვს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში ახდენს როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მიკროავტობუსების პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, რის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ასევე გვაქვს ავტომობილების სერვისიც.

მოვალეობები:

** გაყიდვების გაზრდა და წინასწარი ანალიზი
** საექსპორტო ვაჭრობის მართვა
** საექსპორტო გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, ორგანიზება და რეპორტის სახით მომზადება
** საექსპორტო გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური შეთავაზებების მოფიქრება, დამუშავება, სისტემაში ასახვა რეპორტის სახით მომზადება
** მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტებთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ, რეპორტის სახით მომზადება
** საექსპორტო მომხმარებელთან ურთიერთობა
** კომპანიის არსებულ საექსპორტო მომხმარებელთან კომუნიკაცია
** ახალი საექსპორტო მომხმარებლების მუდმივი ძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ
** საექსპორტო მომხმარებლებთან ხელშეკრულებების წარმოება
** სატელეფონო ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება
** საჭიროებისამებრ საზღვარგარეთ წასვლა, მომხმარებელთან უშუალოდ ურთიერთობა და ახალი მომხმარებლების მოძიება
** ექსპორტისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციები
** ექსპორტის დეკლარაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტების მომზადება, როგორიც არის ინვოისი, ცმრ და სხვა
** მომხმარებლის შეფერხების ასარიდებლად, საჭიროებისამებრ საბაჟო პუნქტზე მისვლა და დოკუმენტაციების მწყობრში მოყვანა

მთავარი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება გაყიდვების სფეროში
** კრეატიული, ანალიტიკური, პროექტების მენეჯმენტისა და გაყიდვების ანალიზის უნარი
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ ენაში
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი
** კეთილსინდისიერება, ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა
** ინფორმაციის სწრაფად მოძიების, პრიორიტეტების გამოყოფის, ანალიზისა და ლოგიკურად დაკავშირების უნარი
** პრეზენტაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** სიახლისადმი და პროფესიული განვითარებისადმი მზაობა
** MS Office პროგრამების კარგად ცოდნა
** პროდუქციის შეთავაზებებისთვის ბიუჯეტის დაგეგმვის უნარი
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური
** გამოცდილება გაყიდვების დადეგმვასა და კონტროლში
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი
** რუსულისა და ინგლისურის ენების ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@gasgomotors.ge და "Subject"-ში მიუთითეთ "ექსპორტ მენეჯერი". სასურველია თან დაურთოთ თქვენი ფოტოსურათი.