სოციალური მედიის მენეჯერი

26 დეკემბერი - 26 იანვარი

კომპანია "GASA" - "ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი" (www.gasa.ge) აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სოციალური ქსელების (Facebook, Instagram) მართვა, პოპულარიზაცია;
** Facebook-ის და Instagram-ის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა;
** სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი;
** მომხმარებლის კითხვებზე პასუხის გაცემა და დროული უკუკავშირი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედია მენეჯმენტის ან სხვა მომიჯნავე სპეციალობაში;
** ორწლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 ან C1 დონე);
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);
** Google Adwords - ბაზისური ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული
** წინააღმდეგობის დამოუკიდებლად დაძლევის უნარი
** ანალიტიკური უნარები
** სწრაფი ათვისების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gasa.ge და სათაურის ველში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს.