პრისელერი/სტაჟიორი

14 ნოემბერი - 14 დეკემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვსი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორი პრისელერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ორხევის დასახლება თ. ჩანტლაძის #40
სამუშაო განაკვეთი: სრული, 
ანაზღაურება: 350 ლარი (სტაჟირების პერიოდში)

ძირითადი მოვალეობები: 

** პრისეილერთან ერთად კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
** პრისეილერთან ერთად პროდუქციის განლაგება თაროზე განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად.
** პრისეილერთან ერთად კლიენტების რაოდენობის გაზრდა;

მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება 
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ასაკი: 20-25 წლამდე.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელური;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ნოემბერი.