პრისელერი - ქუთაისი

16 მაისი - 16 ივნისი

კომპანია "ფუდსერვისი" საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (მინ. 1 000 ლარი)

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება /შენარჩუნება;
** კლიენტების რაოდენობის გაზრდა;
** პროდუქციის განლაგება თაროზე განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად.
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება;
** გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (უმჯობესია გაყიდვების ან ბიზნესის დარგში);
** ასაკი: 20-30 წლამდე;
** მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 10 ივნისი.