მძღოლი, საწყობის თანამშრომელი - ბათუმი

16 ივლისი - 16 აგვისტო

შპს "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების - "Danone"-ის, "Sadia"-ას და ასევე საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

"ფუდსერვისი" ქ. ბათუმში აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მძღოლი

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, გენერალ აბაშიძის #18.

მოვალეობები: კომპანიის ავტომანქანით სავაჭრო ობიექტებისთვის შეკვეთების მიწოდება, დამხმარესთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა - B კატეგორია. (სასურველია C კატეგორია).

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

2. საწყობის თანამშრომელი 

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, გენერალ აბაშიძის #18.

მოვალეობები:

** საწყობში შეკვეთების მომზადება, 
** სატვირთო მანქანების დაცლა/დატვირთვა.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აგვისტო.