სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვსი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების "Danone"-ის , "Sadia"-ს და ასევე საკუთარი ბრენდის "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ღამის ცვლაში.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
ხელფასი - 700 ლარი
მოვალეობები:
** კომპანიის ავტონმანქანით სავაჭრო ობიექტებისთვის შეკვეთების მიწოდება დამხმარესთან ერთად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა BC კატეგორია.
** განათლება: საშუალო
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მძღოლი - ღამის ცვლა
08 აგვისტო -
08 სექტემბერი