ექსპედიტორი

01 აგვისტო - 15 აგვისტო

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების - "Danone"-ის, "Sadia"-ს და ასევე საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის (ე.წ. "დასტავკა") პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
ანაზღაურება: 550 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 აგვისტო.