სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების "DANONE"-ის , "SADIA"-ს და ასევე საკუთარი ბრენდის "SUPREMO"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის ("დასტავკა") პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქთბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის 40
ანაზღაურება: 550 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 1 მაისი.
ექსპედიტორი
17 აპრილი -
01 მაისი