ტრენინგ-კურსი - სატელეფონო მომსახურება/ქოლ-ცენტრი

06 აგვისტო - 06 სექტემბერი

ტრენინგ კურსი კლიენტთა სატელეფონო მომსახურებაზე/Call ცენტრი - დასაქმების პერსპექტივით.

"ევროპის აკადემიური ცენტრი" არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 10 წელია ფუნქციონირებს საქართველოში, აქვს რეგიონალური ოფისები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. არსებობის მანძილზე გადაამზადა 5000 ზე მეტი დამწყები და კვალიფიცირებული სპეციალისტი. ცენტრის მისიაა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციისა და კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერა, რასაც "ევროპის აკადემიური ცენტრი" სასერტიფიკაციო და ტრეინინგ პროგრამების, კადრების პროფესიული უნარების გაუმჯობესების, სტაჟირების პროგრამებში ჩართვისა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის გზით ახორციელებს.

კურსის მიზანი:

პროგრამის მიზანია ქოლ-ცენტრის ოპერატორების, ოფის-მენეჯერების, მდივნების და საინფორმაციო სააგენტოების თანამშრომლების სათანადო მომზადება კლიენტთათვის ეფექტური მომსახურების გასაწევად.

ტერმინოლოგიისა და სტანდარტების, რთული მდგომარეობის განმუხტვის მეთოდების შესწავლა, საუბრის მართვის მეთოდების დაუფლება; სატელეფონო სასაუბრო მეთოდების - ხმის ტონი, ფრაზები, ენერგია, მოცულობა, სისწრაფე დაბალანსება; საუბრის ინტონაციის და სუნთქვის რეგულირება და მათი მართვის დაუფლება, სამეტყველო აპარატის სათანადო გამართვა.

ტრენინგი განკუთვნილია:

ყველა მსურველისთვის, ვისაც სურვილი აქვს ქოლ-ცენტრის ოპერატორის, ოფის-მენეჯერის, მდივნის, საინფორმაციო სააგენტოს ოპერატორის პროფესიის დაუფლება, ასევე მოქმედი ქოლ ცენტრის ოპერატორების, ოფის მენეჯერების, საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლებისთვის რომელთაც სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია მომსახურების სფეროში.

ძირითადი თემები: 

** სატელეფონო ეტიკეტის ზოგადი პრინციპები
** რა არის საჭირო წარმატებული მოლაპარაკებისთვის 
** აბონენტისა და მათი მოლოდინების იდენტიფიცირება
** მომხმარებლის ტიპები (მიზნობრივი ჯგუფები) 
** საუბრის მართვის მეთოდების დაუფლება და ბარიერები 
** რთული მოლაპარაკების (კრიზისის მართვა) 
** კლიენტის წინააღმდეგობის დაძლევა
** კომპრომისის ხელოვნება, როდის უნდა მოიხადო ბოდიში და როდის არა
** სტრესულ გარემოში მუშობის შესაძლებლობა
** უკმაყოფილო კლიენტიდან მუდმივ კლიენტად გადაქცევის მეთოდების დაუფლება

ტრენინგის ფორმატი:

** ტრენინგის ენა: ქართული
** ტრენინგის ღირებულება: 144 ლარი 
** ხანგრძლივობა: 9 სთ, (3 დღე). დღეში 3 საათი.

ორგანიზაციიდან ორი ან მეტი პირის დარეგისტრირების შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ISO 9001:2015 სტანდარტების შესაბამისად ავტორიზებული სერტიფიკატი.
ტრენინგების მსვლელობისას მსმენელის სურვილისამებრ გათვალისწინებულია ყავით შესვენება.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/6Dm2MH

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 
ტელ: (+995 32) 2 238 234; 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული) 
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა 
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ქ. ზუგდიდი, შოთა კიტიას 9
ტელ: 0415 220 300, 596 787 700, 596 797 700

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge/
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge