ტრენერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში

17 მაისი - 17 ივნისი

ევროპის აკადემიური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე შემდეგი სასწავლო მოდულისათვის: "ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები".

კურის მოიცავს შემდეგი საერთაშორისო დოკუმენტების სწავლებას: 

∙ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
∙ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
∙ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ფაკულტატურული ოქმი
∙ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
∙ ბავშვის უფლებათა კონვენცია
∙ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია
∙ კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი იურიდიული განათლება
** იურისტად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
** ტრენერად/ლექტორად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი. 

სამუშაო გრაფიკი - არასრული
ანაზღაურება- შეთანხმებით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ CV თქვენი ელფოსტაზე: info@pdcgeo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: ტრენერი საერთაშორისო სამართალში.