კომპიუტერული ინჟინერიის კურსი - თბილისი, რეგიონები

22 თებერვალი - 22 მარტი

"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აცხადებს მიღებას კომპიუტერული ინჟინერიის კურსზე.

ევროპის აკადემიური ცენტრი ფლობს ISO სერტიფიკატს (ISO 9001) ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

სწავლება მიმდინარეობს პროფესიონალურ დონეზე, როგორც მცირერიცხოვან ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურად. მათ ვისაც სურვილი აქვს გაიაროს აღნიშნული კურსი, უნდა იცოდნენ კომპიუტერული პროგრამები სამომხმარებლო დონეზე.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

** კომპიუტერული არქიტექტურის ზოგადი მიმოხილვა;
** ოპერატიული მეხსიერება;
** მყარი დისკი. (HDD, SSD);
** დედადაფა, ჩიფსეტები;
** პროცესორი, სოკეტები;
** ვიდეო კარტა;
** ქეისის სტრუქტურა, გაგრილების სისტემები, კვება;
** კომპიუტერის დაშლა, აწყობა.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ:

** კომპიუტერის არქიტექტურაში დამოუკიდებლად გარკვევას;
** სასურველი კომპიუტერის კონფიგურაციის ჩამოყალიბებას;
** კომპიუტერული ტექნიკისათვის ტესტირებისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას; 
** გარე მოწყობილობების მიერთებასა და შეცვლას, კომპიუტერული ტექნიკის ტესტირებას, კომპიუტერების შიდა ინფორმაციის მატარებლების სივრცეების ოპტიმიზაციას.

კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რომლის საფუძველზეც გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" ორენოვანი სერტიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი, 6 კვირა.
საათების რაოდენობა: 24 საათი.
გრაფიკი: კვირაში 2 დღე, 2სთ
ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2:00 საათი.
კურსის ღირებულება: 400 ლარი ჯგუფში, ინდივიდუალურად 450 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

ქ. თბილისი, კოსტავას 67 
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334700 

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული) 
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227 

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა 
ტელ: (+995 422) 293 293, 592 700066

ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge 
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi