სტაჟირება - ქუთაისი

14 თებერვალი - 14 მარტი

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს სტაჟირებას ბილინგისა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტებში ქუთაისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: სტაჟირება არაანაზღაურებადია

სტაჟიორები მიიღებენ გამოცდილებას შემდეგ მიმართულებებში:

დოკუმენტწარმოება და პროგრამაში მუშაობა;
სამედიცინო დოკუმენტაციის (ფორმა N100, ბიულეტენის) ადმინისტრირება; 
HR პროცესებისა და დოკუმენტების ადმინისტრირება;
დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა და დაარქივება;
სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
სასურველია MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
ენერგიულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ვადებში მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი, 2019

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@evex.ge; სათაურის ველში მიუთითეთ: სტაჟირება ბილინგისა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.