მოპედით მოსიარულე კურიერი

01 ნოემბერი - 15 ნოემბერი

"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს მოპედის კურიერის ვაკანსიას თბილისში.

"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბელიაშვილის 142, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 18:00-მდე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მოპედით დოკუმენტების და სხვა მცირე გზავნილების ტრანსპორტირება თბილისის მასშტაბით;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** A კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სავალდებულოა საშუალო განათლება;
** სავალდებულოა მოპედის / სკუტერის მართვის ცოდნა;
** სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა თბილისის ქუჩების ცოდნა;
** სასურველია რუკის გამოყენების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი, 2019

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/mopedis-kurieri/364

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.