ინფექციის კონტროლის მედდა

25 ნოემბერი - 09 დეკემბერი

"სს ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ინფექციის კონტროლის მედდის პოზიციაზე თბილისში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: "კავკასის მედიცინის ცენტრი" თბილისი, ქავთარაძის 23
სამუშო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით-10:00 საათიდან 18:00 საათამდე (8 საათიანი გრაფიკი);

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოსპიტალში ექთნების საქმიანობის კონტროლი ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და ინფექციის კონტროლის მიმართულებით წინასწარ დადგენილი პრინციპებისა და პროტოკოლების მიხედვით;
** საჭიროების შემთხვევაში საექთნო პერსონალის საქმიანობის მონიტორინგი, შიდაჰოსპიტალურ პროტოკოლებზე დაყრდნობით ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით;
** ინფექციის კონტროლისათვის საჭირო მასალებით მომარაგების მონიტორინგი და საჭიროებების შემთხვევაში ეპიდემიოლოგისა და ხარისხის მართვის მენეჯერის ინფორმირება;
** ინფექციის კონტროლის/ხარისხის დოკუმენტაციის და მონაცემთა ბაზის წარმოება;
** ინფექციის კონტროლის მონაცემებში ნორმიდან გადახრის შემთხვევების სამსახურის უფროსთან რეპორტირება;
** ნათესების აღებისა და გაგზავნის პროცესის მართვა;
** განყოფილებაში იზოლაციის ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
** პაციენტის ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი;
** პერსონალს შორის ინციდენტებისა და დაავადების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რეპორტის წარმოება ეპიდემიოლოგთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მედდის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი ან სამკურნალო საქმის სპეციალობის დიპლომი;
** სავალდებულია ექთნის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წლისა;
** პრიორიტეტულია სამუშო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/infeqciis-kontrolis-medda/268

"სს ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის ჰოსპიტლებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის ჰოსპიტლების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.