ფლებოტომისტი

20 აგვისტო - 02 სექტემბერი

"სს ევექსის კლინიკები" აცხადებს ვაკანსიას ფლებოტომისტის პოზიციაზე თბილისში. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: 

** თბილისი, ვარკეთილის პოლიკლინიკა, მის: ჯავახეთის 30;
** თბილისი, გლდანის პოლიკლინიკა, მის: გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ;
** თბილისი, დიდი დიღმის პოლიკლინიკა, მის: ი. პეტრიწის ქ. 16. 

სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები (ორშაბათი_პარასკევი) 09:00 საათიდან 17:00 საათამდე; შაბათი 09:00 საათიდან 14:00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევებისათვის საანალიზო მასალის აღება, დამუშავება, ტრანსპორტირება და შენახვა;
** ლაბორატორიული კვლევები (გლუკოზის და ჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარულ სისხლში);
** სადეზინფექციო და გასაუვნებელი ხსნარების დამზადება. შესაბამის სამუშაო ადგილზე მათი გადანაწილება;
** ლაბორატორიული ცენტრიფუგის, სტერილიზატორის, თერმოსტატის, საშრობი კარადის, გამოხდილი წყლის აპარატის, ავტოკლავის მუშაობის აღრიცხვა და მათი დოკუმენტირება;
** ყოველდღიურად გახარჯული სამედიცინო და არასამედიცინო მასალის აღწერა და აღრიცხვა და დოკუმენტირება;
** ლაბორატორიის გენერალურ და მიმდინარე დასუფთავების პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მედდის დიპლომი ან სამკურნალო საქმის სპეციალობის დიპლომი;
** პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 სექტემბერი, 2019 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/flebotomisti/251

"სს ევექსის კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"სს ევექსის კლინიკებში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სს ევექსის კლინიკების" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.