ექთანი

25 ნოემბერი - 09 დეკემბერი

"სს ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიებს ექთნის პოზიციაზე თბილისში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:

** თბილისი, "კავკასიის სამედიცინო ცენტრი", ქავთარაძის ქ. N- 23; (მოზრდილთა რეანიმაცია / საოპერაციო განყ. / სასტერილიზაციო განყ.)
** თბილისი, "ი. ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი", ქინძმარაულის ქ. I შესახვევი N-1; (მოზრდილთა რეანიმაცია / ბავშვთა რეანიმაცია / ნევროლოგიური განყ. / პედიატრიული განყ. / ფსიქიატრიული განყ. / სასტერილიზაციო განყ.)
** თბილისი, "მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო", ლუბლიანას ქ. N-2/6; (ბავშვთა რეანიმაცია; შესაძლებელია სხვა განყოფილებაში განხილვაც;)
** თბილისი, "ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა", ლუბლიანას ქ. N-21;
(ბავშვთა რეანიმაცია)

სამუშო გრაფიკი: დღის 8 საათიანი გრაფიკი ან 16 საათიანი მორიგეობა ყოველ მესამე დღეს (შაბათის/კვირის შემთხვევაში 24სთ);

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;
** შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულოა კანდიდატმა წამროადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:

** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა III სემესტრიდან;
** პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი 3 წლიანი სტაჟის შემთხვევაში ექთნის პოზიციაზე, ან გადამზადების სერთიფიკატი.
** პრიორიტეტულად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება;

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/eqtani/343

"სს ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სს ევექსი ჰოსპიტლებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ევექსი ჰოსპიტლების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.