ბილინგის რეგისტრატორი - ბათუმი

15 თებერვალი - 15 მარტი

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს ბილინგის რეგისტრატორის ვაკანსიას ბათუმში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშო გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს,

ძირითადი მოვალეობები:

** გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტების რეგისტრაცია ყველა წესის დაცვით;
** პაციენტების და ვიზიტორების მომსახურება კომპანიის კორპორატიული სერვისის სტანდარტების დაცვით;
** პაციენტების და ვიზიტორების მომსახურება კომპანიის კორპორატიული სერვისის სტანდარტების დაცვით;
** ბილინგის პროგრამულ უზრუნველყოფაში სამედიცინო შემთხვევების კორექტული და სრულყოფილი ჩანაწერების განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული/დოკუმენტწარმოების კუთხით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი, 2019 წ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@evex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ბილინგის რეგისტრატორი - ბათუმი".

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.