არასამედიცინო შესყიდვების სპეციალისტი

14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს არასამედიცინო შესყიდვების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** შესაბამისი კონტრაქტორი კომპანიების მოძიება;
** კონტრაქტორ კომპანიებთან ურთიერთობის დამყარება და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება;
** შესაბამის შეკვეთებზე ინფორომაციის მიღება და შეკვეთის განხორციელება;
** არსებული მარაგების კონტროლი და ანალიზი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სამედიცინო სფეროში მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა Microsoft Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური უნარები;
** გამართული კომუნიკაციური უნარები;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 სექტემბერი, 2018
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/arasamedicino-shesyidvebis-specialisti-tbilisi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.