არასამედიცინო შესყიდვების სამსახურის უფროსი

18 თებერვალი - 18 მარტი

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს არასამედიცინო შესყიდვების სამსახურის უფროსის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელის მასშტაბით არასამედიცინო შესყიდვების განხორციელება ბიუჯეტის დაცვით;
** არასამედიცინო შესყიდვებთან დაკავშირებული ტენდერების წარმოება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და შემდგომში ხელშეკრულების პირობების დაცვის კონტროლი;
** წლიური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, კონტროლი და სწავლება;
** ხარჯების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება ოპტიმიზაციის მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება შესყიდვების სფეროში არანაკლებ 2 წლისა;
** შესყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 მარტი, 2019.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@evex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: არასამედიცინო შესყიდვების სამსახურის უფროსი.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.