ადმინისტრაციული სპეციალისტი - სტაჟირება

14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გლდანის პოლიკლინიკა
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე;

ძირითადი მოვალეობები:

** ჯავშნების მართვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის (ფ N100, ბიულეტენის) ადმინისტრირება; 
** შეხვედრების, ტრეინინგების ორგანიზება;
** HR პროცესების ადმინისტრირება ( თანამშრომლების შვებულება, დანიშვნა-გათავისუფლება, ბიულეტენების დოკუმენტაციის წარმოება);
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტებთან და ექიმებთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება; (შესაძლებელია მე-4 კურსის სტუდენტები)
** სასურველია MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი, 2018

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/stajireba-administraciuli-specialistis-poziciaze-tbilisi.page

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.