VIP მენეჯერი

03 დეკემბერი - 03 იანვარი

"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ბუკმეიკინგის და ონლაინ თამაშების სფეროში. ჩვენს მიზანსა და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურებისა და პროდუქტები ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შევქმნათ კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო, რომელიც მიმართულია პროფესიული ზრდისა და განვითარებისკენ.

2015 წლის ივნისიდან "ევროპაბეთი" შეუერთდა "ბეტსონ ჯგუფს" (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე; ოფისები ასევე მდებარეობს სტოკჰოლმში, ტალინში, თბილისსა და ლონდონში). "ბეტსონ ჯგუფი" 55 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე. 

კომპანია "ევროპაბეთში" (europebet.com) ვეძებთ ახალ VIP მენეჯერს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00; ორშ-პარ
დამატებითი სარგებელი: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა.

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და განაცხადის გამოსაგზავნად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://www.betssongroup.com/job/vip-manager/ 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 დეკემბერი.