სოციალური მედიის მენეჯერი

11 აპრილი - 22 ოქტომბერი

"ევროპაბეთი" ქართულ ბაზარზე 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს და ონლაინ თამაშების სფეროში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. კომპანიის მიზანსა და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს მომხმარებლისთვის ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურების გაწევა და პროდუქტების ფართო არჩევანის შეთავაზება, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნა.

თუ გსურს, გახდე "ევროპაბეთის" საინფორმაციო-გასართობი პორტალის, https://popmusic.ge სოციალური მედიის მენეჯერი, ეს ვაკანსია შენთვისაა!

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ფეისბუქის გვერდისა და სხვა სოციალური არხების მართვა
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული ენის უნაკლოდ ფლობა
** ფეისბუქის გვერდისა და სხვა სოციალური არხების მართვის გამოცდილება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია, სამოტივაციო წერილის გამოგზავნა, რომელშიც გვიამბობთ თქვენი მუსიკალური გემოვნების შესახებ! 

დაინტერესებულმა პირებმა 22 აპრილამდე გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სოციალური მედიის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება.