სლოტის ოპერატორი/რეზერვი

17 ივლისი - 17 აგვისტო

კომპანია "ევროპაბეთი" (http://www.Europebet.com) 2010 წლიდან მოღვაწეობს და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. ევროპაბეთი 2015 წლიდან წარმოადგენს შვედური საერთაშორისო კომპანია Betsson Group წევრს. ბეტსონ ჯგუფი 53 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე. 

კომპანიის მიზანი და ძირითადი ფასეულობაა, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

კომპანია ევროპაბეთის სათამაშო აპარატების სალონი (სლოტ-კლუბი) აცხადებს ვაკანსიას სლოტის ოპერატორის (რეზერვი) თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #47/57
სამუშაო განაკვეთი: არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლასაც
ანაზღაურება: ნამუშევარი ცვლების მიხედვით; ცვლაში 50 ლარი დარიცხული 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება სათამაშო პროცესის მიმდინარეობისას;
** მომხმარებელთათვის მოგების განაღდება, ფულადი ოპერაციების წარმოება; 
** თამაშებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელთათვის;
** მომხმარებელთა ინფორმირება სათამაშო აპარატების სალონში განხორციელებული სიახლეების შესახებ;
** სასურველია სათამაშო აპარატებზე არსებული თამაშების ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** სრული საშუალო განათლება (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი (რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა აუცილებელია; (განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა);
** ოპერატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება განსაკუთრებულ უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წარმატების მიღწევის მაღალი მოტივაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ასაკი: 18 წლიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 17 აგვისტომდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@europebet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სლოტის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება. 

დაინტერესებულ კანდიდატებს ასევე შეგიძლიათ დაბეჭდილი რეზიუმე დატოვოთ ფილიალში, ან ადგილზე შეავსოთ აპლიკაცია.