სლოტ ოპერატორი - რეზერვი

18 აგვისტო - 02 აგვისტო

"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება და მისცეს პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

2015 წლის ივნისიდან "ევროპაბეთი" შეუერთდა "ბეტსონ ჯგუფს" (Betsson Group; დაფუძნებულია შვედეთში, ხოლო სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე). "ბეტსონ ჯგუფი" 55 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე. 

კომპანია "ევროპაბეთი" (europebet.com) განაგრძობს ზრდას და ვეძებთ ახალ თანამშრომლებს რეზერვი სლოტ ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #47/57
სამუშაო განაკვეთი: არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლასაც
ანაზღაურება: ნამუშევარი ცვლების მიხედვით; ერთ ცვლაში 46, 67 ლარი ხელზე ასაღები თანხა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა ოპერატიული, თავაზიანი და ეფექტური მომსახურეობა;
** მომხმარებელთა მომსახურება სათამაშო პროცესის მიმდინარეობისას;
** მომხმარებლის მიერ მოგებული თანხის განაღდებისას დახმარების აღმოჩენა;
** მომხმარებლებისათვის მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის წესების გაცნობა/შეთავაზება და თამაშებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიწოდება; 
** ფულის დარიცხვის/განაღდების აპარატთან შექმნილი ნებისმიერი საკითხის მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** ასაკი: 18 წლიდან;
** სრული საშუალო განათლება (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი (რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ოპერატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება განსაკუთრებულ უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წარმატების მიღწევის მაღალი მოტივაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2 აგვისტომდე გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "რეზერვი ოპერატორი - თბილისი", წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება. 

დაინტერესებულ კანდიდატებს ასევე შეგიძლიათ დაბეჭდილი რეზიუმე დატოვოთ ფილიალში, ან ადგილზე შეავსოთ აპლიკაცია.