ონლაინ თრეინინგ დილერი

17 ივლისი - 17 აგვისტო

კომპანია "ევროპაბეთი" (http://www.Europebet.com) 2010 წლიდან მოღვაწეობს და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. ევროპაბეთი 2015 წლიდან წარმოადგენს შვედური საერთაშორისო კომპანია Betsson Group წევრს. ბეტსონ ჯგუფი 53 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე. 

კომპანიის მიზანი და ძირითადი ფასეულობაა, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

ევროპაბეთი ონლაინ სამორინის სტუდიაში აცხადებს ვაკანსიას ონლაინ თრეიდინინგ დილერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული/არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას;
საწყისი ანაზღაურება: 700 ლარი ხელზე + ბონუსი
დამატებითი სარგებელი: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

შერჩეული კანდიდატები მუშაობის დაწყებამდე გაივლიან პროფესიული უნარ-ჩვევების შემსწავლელ ტრეინინგს, რომლის შემდგომაც შეუდგებიან დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კამერასთან მუშაობა, სტუდიიდან ონლაინ რეჟიმში თამაშის წაყვანა პროტოკოლის შესაბამისად; 
** თამაშის პროცესში შესაბამისი ანონსების გამოცხადება ფსონების მიღების, მოგებული რიცხვისა და ა.შ შესახებ;
** თამაშის მიმდინარეობისას ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი;
** დილერად/ონლაინ დილერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სრული საშუალო განათლება;
** ქართული ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** აზარტული თამაშების საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წარმატების მიღწევის მაღალი მოტივაცია;
** კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, შემოუერთდეთ ევროპაბეთის დიდ გუნდს, გთხოვთ 10 აგვისტომდე გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე vacancy@europebet.com და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ონლაინ თრეიდინგ დილერი".