კოპირაიტერი

22 მარტი - 22 აპრილი

"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ბუკმეიკინგის და ონლაინ თამაშების სფეროში. ჩვენს მიზანსა და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურებისა და პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შევქმნათ კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო, რომელიც მიმართულია პროფესიული ზრდისა და განვითარებისკენ.

2015 წლის ივნისიდან ევროპაბეთი შეუერთდა ბეტსონ ჯგუფს (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე; ოფისები ასევე მდებარეობს სტოქჰოლმში, ტალინში, თბილისსა და ლონდონში). ბეტსონ ჯგუფი 53 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე. 

ევროპაბეთში, მარკეტინგის დეპარტამენტში, ვეძებთ კოპირაიტერს, ადამიანს, ვინც ჩაერთვება მარკეტინგული კამპანიებს აღსრულებაში და ჩვენს ყველა მომხმარებელს თავის ენაზე დაელაპარაკება. 

როლი:

კოპირაიტერი პასუხისმგებელია ყველა ტექსტობრივ საკომუნიკაციო მასალაზე რაც მომხმარებლამდე მიდის. პროდუქტებთან დაკავშირებული განახლებების, მარკეტინგული აქციების, კამპანიების და სხვა აქტივობებისათვის ქმნის კრეატიულ კოპირაიტს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ტექსტი ამავდროულად მორგებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისა (ვებ-გვერდი, პრომო გვერდი, ვიდეო რგოლი, სოციალური ქსელი, ფლაერი, sms, Newsletter და სხვა) და მომხმარებლის ქცევის სპეციფიკას; არჩევს უნიკალურ Tone of voice-ს თითოეული სეგმენტისათვის და ინარჩუნებს მას ყველა საკომუნიკაციო არხში. 

ვის ვეძებთ:

ვეძებთ ადამიანს, ვინც კარგად წერს, ვისაც უყვარს მარკეტინგი და გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას, რომ მომხმარებელი მთავარია. თუკი გსურთ, რომ თქვენი კარიერა განავითაროთ საერთაშორისო კომპანიაში და იმუშაოთ გარემოში, სადაც მაღალი მოთხოვნები და სტანდარტებია, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა. 

ძირითადი მოთხოვნები კანდიდატის მიმართ: 

** სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** სასურველია სამუშაოს გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება წერის/თარგმნის/კონტენტის შექმნაში; 
** ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე წერის მაღალი კულტურა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
** წარმატების მიღწევის მაღალი მოტივაცია;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწრაფად ადაპტაციის უნარი;

თუ გრძნობთ, რომ ეს პოზიცია თქვენია და თვლით, რომ ხართ ის ვისაც ვეძებთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: vacancy@europebet.com და წერილის სათაურში მიუთითეთ "კოპირაიტერი". 

მოუთმენლად გელოდებით!

კანდიდატებს რეზიუმეების განხილვის პარალელურად გავესაუბრებით, ასე რომ გამოგვიგზავნეთ CV დაუყოვნებლივ.