საკრედიტო ექსპერტი - ბათუმი

07 ნოემბერი - 07 დეკემბერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მისო ევრო კრედიტი" ხელმისაწვდომს ხდის ფულად რესურსებს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ფინანსური პროდუქტების მეშვეობით. ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილი ვართ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხებით. 

"მისო ევრო კრედიტი" მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც თანაბრად აძლევს თითოეულ თანამშრომელს კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას. კომპანია თავისი თანამშრომლებისათვის ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი 

მიკროსაფინანსო კომპანია "მისო ევროკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო დეპარტამენტში, საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალში შემოსული მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და პროდუქტის შეთავაზება;
** საკრედიტო განაცხადის მიღება/მომზადება/დამუშავება;
** სესხის რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
** სესხის გაცემისათვის შესაბამისი პროცედურის უზრუნველყოფა;
** პორტფელის მართვა/მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით ; 
** საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; 

დამატებითი უნარები:

** თავდაჯერებული, ორგანიზებული;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 23 ნოემბერი

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!