რისკების ოფიცერი

05 აპრილი - 05 მაისი

მიკროსაფინანსო კომპანია "მისო  ევროკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას რისკების ოფიცრის პოზიციაზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მისო ევრო კრედიტი"  ხელმისაწვდომს ხდის ფულად რესურსებს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, ფინანსური პროდუქტების მეშვეობით. ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილი ვართ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხებით. 

"მისო ევრო კრედიტი" მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც თანაბრად აძლევს თითოეულ თანამშრომელს კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას.  კომპანია თავისი თანამშრომლებისათვის ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.  

ძირითადი მოვალეობები:

** რისკების განყოფილებაში შემოსული ავტოსესხზე საკრედიტო განაცხადების დამუშავება
** ავტოსესხზე რისკების შეფასება და დასკვნის სახით ჩამოყალიბება;
** პორტფელის მონიტორინგი და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი  განათლება (სასურველია ეკონომიკური მიმართულებით);
** სასურველია საბანკო სექტორში რისკების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო სფეროში დაკრედიტების მიმართულებით მინ. 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილის შეფასების ცოდნა და უნარი.

დამატებითი  უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირება
** პუნქტუალურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრინციპულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge და სათაურის ველში  აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!