პრობლემური ჯგუფის უფროსი

05 აპრილი - 05 მაისი

მიკროსაფინანსო კომპანია "ევროკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის დეპარტამენტში ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მისო ევრო კრედიტი"  ხელმისაწვდომს ხდის ფულად რესურსებს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, ფინანსური პროდუქტების მეშვეობით. ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილი ვართ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხებით. 

"მისო ევრო კრედიტი" მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც თანაბრად აძლევს თითოეულ თანამშრომელს კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას.  კომპანია თავისი თანამშრომლებისათვის ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.  
ხელფასი: კვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** პრობლემური ექსპერტის ყოველდღიური საქმიანობის განსაზღვრა, დაგეგმვა და კონტროლი;
** ჯგუფის ეფექტური მუშაობისათვის შემაფერხებელი გარემოებების იდენტიფიცირება, ანალიზი და გამოსწორება;
** კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებით საჭირო კომუნიკაციის დამყარება;
** ჯგუფისთვის დადგენილი გეგმების შესრულების კონტროლი;
** ვადაგადაცილებული სესხების შეგროვების გაზრდის მიზნით საჭირო ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება;
** დაქვემდებარებული ჯგუფის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლების შესაძლებლობების კვლევა, გამოვლენა და რეალიზაცია;
** მიღებული დავალებების დროული და ადექვატური შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი  განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური მიმართულებით);
** აუცილებელია საბანკო სექტორში საკრედიტო მიმართულებით  მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება.

დამატებითი უნარები:

** მკვეთრად გამოხატული მენეჯერული უნარები.
** ორგანიზებულობა,
** მოლაპარაკების წარმართვის მაღალი უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრინციპულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!