ინგლისურენოვანი წარმომადგენელი

06 აპრილი - 06 მაისი

"Envirotech" საერთაშორისო კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში სამი წელია, რაც ფუნქციონირებს. ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო და უკვე თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარმატებით შევძელით ამ მიზნის გახორციელება.
კომპანიის ოპერაციული არეალი მოიცავს ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს. 

ამჟამად ჩვენი ქოლ-ცენტრისათვის ვეძებთ კომპანიის ინგლისურენოვან წარმომადგენელს, რომლის მთავარი ამოცანაც კომპანიის ინგლისურენოვან კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება და ჩვენი მომსახურებით დაინტერესებაა.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** კარგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** გაყიდვების კუთხით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას, როგორც თბილისის, ასევე უცხოურ ფილიალებში;
** მრავალფეროვან ღონისძიებებს და აქტივობებს, მოგზაურობასა და კორპორატიულ წვეულებებს.

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 12:00-დან 21:00-მდე (ამ დროში შედის ერთსაათიანი შესვენება)
** ხელფასი: 1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + მაღალი ბონუსები. 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@openhubcenter.com და სათაურის ველში მიუთითეთ: "ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი".