ვებ პროექტების მენეჯერი

13 ნოემბერი - 13 დეკემბერი

ციფრული მარკეტინგული სააგენტო "ელიოტი" ეძებს ვებ პროექტების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება კომპანიის დეველოპმენტის გუნდს და მონაწილეობას მიიღებს ვებ-პროექტების დაგეგმვაში, მართვასა და განხორციელებაში.

მოვალეობები:

** შეთავაზების მომზადება და წინასწარი კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან;
** დამკვეთთან კონსულტაცის გაწევა ვებ პროექტის დიზაინის, ფუნქციონალის და სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ;
** დამკვეთების მიერ მოწოდებული ამოცანის ტექნიკური გუნდისთვის აღქმად ფორმატში კონვერტაცია;
** ვებ პროექტის მიზნების და ამოცანების განსაზღვრა, ტექნიკური დავალების შექმნა და შეთანხმება დამკვეთთან;
** პროექტის ბიუჯეტის, რესურსების დაგეგმვა და შესრულების ფაზების დროში გაწერა;
** დამკვეთთან კომუნიკაცია და ინფორმირება პროექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ;
** პროექტის მიმდინარეობის, ვადების და ხარისხის კონტროლი;
** პროექტის მიმდინარეობისას კორექტირებების შეტანა საჭიროების შემთხვევაში;
** პროექტის დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
** შესრულებული პროექტების მონიტორინგი და რეპორტინგი, ვებ პროექტების გუნდისთვის დასახული მიზნების მიღწევა.

სავალდებულო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება პროექტების მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ვებ და ციფრული პროექტების მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ვებ-გვერდების სამართავ პანელებთან მუშაობის გამოცდილება;
** UX და UI-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ვებ-გვერდების ტექნოლოგიების არსის ცოდნა;
** რეპორტინგის და ანალიტიკის უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

** კომფორტული ოფისი და მეგობრული გუნდი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტელეფონზე სასაუბრო დრო;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - ხუთშაბათი - 10:00-დან 19:00-მდე, პარასკევი - 10:00-დან 17:00-მდე.

გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ მისამართზე: giorgi@ew.ge