ექაუნთ მენეჯერი

13 ნოემბერი - 13 დეკემბერი

ციფრული მარკეტინგული სააგენტო "ელიოტი" ეძებს ექაუნთ მენეჯერს.

მოვალეობები:

მითითებებისა და დავალების შესრულება შემდეგი მიმართულებებით:

** პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის საჭირო შეთავაზების მომზადება/დამუშავება
** ახალი კლიენტების მოძიება და შესაბამისი სერვისების შეთავაზება
** კრეატიულ გუნდთან ერთად შეთავაზების დეტალური მომზადება/დამუშავება
** პროექტის შესრულებისთვის დროის, ადამიანური, ფულადი და სხვა რესურსების სწორად განსაზღვრა;
** დამკვეთის მიერ დასახული ამოცანებისა და საჭიროებების დროული და წარმატებული მიწოდების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
** მიმდინარე პროექტის მონიტორინგი და კორექტირებების შეტანა საჭიროების შემთხვევაში,
** პროექტის ფარგლებში, იურიდიული დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის გუნდურ სამუშაოებში/თათბირებში/განხილვებში მონაწილეობის მიღება თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში.

სავალდებულო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; სფერო: მარკეტინგი, ბიზნეს ადმინისტრირება,
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა.

პირობები:

** კომფორტული ოფისი და მეგობრული გუნდი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტელეფონზე სასაუბრო დრო;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი - 10:00-დან 19:00-მდე, პარასკევი - 10:00-დან 17:00-მდე.

გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ მისამართზე: kuprika@ew.ge