სტაჟირების პროგრამა უსაფრთხოების დეპარტამენტში

13 ივნისი - 13 ივლისი

შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას უსაფრთხოების დეპარტამენტში.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში.

"დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამსახურეობრივი ბარათების დამზადება და დაშვების კონტროლი 
** GPS სისტემის კონტროლი 
** სხვადასხვა შინაარსის ანგარიშების მომზადება/ რეპორტინგი 

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; 
** შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინარული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel and Outlook)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@diplomat.ge და გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ მეილის სათაურში.