სტაჟირება ბიზნესის განვით. და მარკეტინგის დდეპარტამენტში

06 დეკემბერი - 06 იანვარი

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში.

"დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების - "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია აცხადებს სტაჟირების პროგრამას ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის დეპარტამენტში.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე.

სამუშაო აღწერილობა:

** დეპარტამენტში მიმდინარე პროექტების გაცნობა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** არსებული პროცესების ანალიზი;
** რეპორტების მომზადება/ანალიზი;
** საჭიროების შემთხვევაში ველზე ვიზიტი.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel)
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** გამოცდილების მიღების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.