საწყობის თანამშრომელი - თბილისი, გორი, სამტრედია

02 სექტემბერი - 03 სექტემბერი

შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მესაწყობის პოზიციაზე თბილისში, გორსა და სამტრედიაში.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. "დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების - "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

მინიმალური მოთხოვნები: 

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული.

მოვალეობები:

** საწყობში შეკვეთების მომზადება, 
** სატვირთო მანქანების დაცლა/დატვირთვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება და რეგიონი მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.