საწყობის კონტროლიორი/უსაფრთხოების სპეციალისტი

13 ივნისი - 13 ივლისი

შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მარაგების კონტროლიორის/უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

დიპლომატი საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში.

დიპლომატი საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P& G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
მდებარეობა: სამტრედია

ძირითადი მოვალეობები: 

** საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი, გასწორება;
** საწყობიდან გასული პროდუქციის დანაკლისი/ზედმეტობის კონტროლი; 
** არსებული მაღაზიის ნაშთების კონტროლი, გასწორება;
** დაზიანებული-ვადაგასული პროდუქციის უტილიზაცია;
** სამეთვალყურეო კამერების კონტროლი;
** დაკარგული პროდუქციის მოძიება კამერების დახმარებით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; 
** რისკების შეფასებისა და მართვის უნარები/გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);
** სასურველია გამოცდილება კამერების მეთვალყურეობის კუთხით;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge და პოზიციის სახელწოდება და რეგიონი მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.