პრომოუტერი

18 აპრილი - 18 მაისი

შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ბათუმში (დროებითი).

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. "დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების - "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

მოთხოვნები: 

** ენერგიული
** კომუნიკაბელური
** შრომისმოყვარე
** პრეზენტაციის უნარის მქონე
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული
** მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

ვალდებულებები:

** კლიენტებისათვის პროდუქციის უპირატესობების გაცნობა და შეთავაზება
** კლიენტების მოზიდვა
** პროდუქციის გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge და პოზიციის სახელწოდება და რეგიონი მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.