"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. "დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების - "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
"დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
მდებარეობა: თბილისი, სამტრედია, ქუთაისი, თელავი, გორი, ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება;
** კლიენტების რაოდენობის გაზრდა;
** პროდუქციის განლაგება თაროზე განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად.
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება;
** თაროზე წილის და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დისპლეების მოწყობა;
** შეკვეთების ასახვა სისტემაში.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (უმჯობესია გაყიდვების ან ბიზნესის დარგში);
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში - უმჯობესია FMCG სექტორში.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პრობლემების გადაჭრის გამორჩეული უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** ინიციატივის მქონე, შრომისმოყვარე და ენთუზიაზმით სავსე;
** კარგი საორგანიზაციო უნარჩვევები;
** მოქმედი მართვის მოწმობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება და რეგიონი მიუთითეთ ელფოსტის სათაურში
პრისელერი - თბილისი, რეგიონები
02 სექტემბერი -
03 სექტემბერი