ოფისის მენეჯერი

08 ივნისი - 15 ივნისი

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში.

"დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორიასო კომპანიების "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

პოზიცია: ოფისის მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: სრული
მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული წერილების/ამანათების მიღება და გადაცემა შესაბამისი პირებისთვის;
** კომპანიის ადმინისტრაციაში შემომავალ ზარებსა და მეილებზე პასუხი;
** კომპანიის ვიზიტორების დახვედრა და გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში;
** ამანათების/საბუთების გაგზავნა საქართველოში და საზღვარგარეთ; 
** ადმინისტრაციული შეკვეთების განთავსება, შესყიდვების მიერ შერჩეულ მომწოდებელთან;
** საოფისე და სამეურნეო მარაგების შეკვეთა და კონტროლი;
** საკანცელარიო ინვენტარის მარაგის კონტროლი და შეკვეთა თბილისის და რეგიონების ოფისებისთვის;
** შვებულებებისა და მივლინების გაფორმება პროგრამულად;
** სასტუმროს ჯავშანის განთავსება ყველა რეგიონში თანამშრომლების მივლინებისას;
** ჩართულობა და მუშაობა ახალი ობიექტის გახსნის ან პროექტების დასრულების ადმინისტრაციულ პროცედურებში;
** მონაწილეობა სხვა საოფისე საქმიანობებში (სტუმრების მოპატიჟება, ღონისძიების დაგეგმვა და ა.შ.);

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - 1 წელი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);
** სრულყოფილი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ მეილის სათაურში.