მიწოდების სამსახურის თანამშრომელი

01 ოქტომბერი - 30 ოქტომბერი

შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში (დროებითი)

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში.

"დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

"დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე(დროებითი):

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (08:30-18:00) (კვირაში 2 დასვენების დღე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდება
** დოკუმენტაციის წარმოება

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა; C კატეგორია ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა
** გუნდურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსეთ განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@diplomat.ge. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.

გისურვებთ წარმატებას!