მიწოდების სამსახურის თანამშრომელი

13 აპრილი - 27 აპრილი

შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში.

"დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისთვის საქონლის დროულად მიწოდება
** დოკუმენტაციის წარმოება

მოთხოვნები:

** სასურველია მართვის მოწმობა BC კატეგორია;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინარული;
** გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;
** ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსეთ განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ მეილის სათაურში.