მიწოდების სამსახურის თანამშრომელი - თბილისი, რეგიონები

02 სექტემბერი - 03 სექტემბერი

შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში, სამტრედიაში, ქუთაისში, თელავში, გორსა და ბათუმში.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. "დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების - "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისთვის საქონლის დროულად მიწოდება
** დოკუმენტაციის წარმოება.

მოთხოვნები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინარული;
** გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;
** ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება და რეგიონი მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.