მიწოდების სამსახურის თანამშრომელი - დროებითი

08 დეკემბერი - 08 იანვარი

შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის თანამშრომლის (დროებითი) პოზიციაზე თბილისში.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში.
"დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები

** კლიენტებისთვის საქონლის დროულად მიწოდება
** დოკუმენტაციის წარმოება

მოთხოვნები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინარული;
** გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;
** ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება და რეგიონი მიუთითეთ მეილის სათაურში.