ფინანსური სპეციალისტი

18 ოქტომბერი - 18 ნოემბერი

"Diplomat Georgia" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში.

"დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების - "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** ხარჯებისა და შემოსავლების გატარება პროგრამაში SAP
** გატარებული ხარჯების კონტროლი და ანალიზი;
** რეპორტების მომზადება საჭიროებიდან გამომდინარე;
** დეკლარაციის მომზადების პროცესში დახმარება;
** სალაროს გასავლის ორდერის შექმნა და ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხების კონტროლი;
** RS-თან მუშაობა, მიღებული ზედნადებებისა და ფაქტურების კონტროლი;
** საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პროექტებში და პროცესებში აქტიური ჩართულობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ეკონომიკა, ფინანსები ან საბანკო საქმე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** RS-თან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook).

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@diplomat.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.