"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. "დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების - "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
პოზიცია: დებიტორული დავალიანების მართვის/უსაფრთხოების ოფიცერი
სამუშაო განაკვეთი: სრული
მდებარეობა: ქუთაისი/სამტრედია
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საწყობში და კომპანიის მანქანებში არსებული პროდუქციის ნაშთების აღწერა, კონტროლი და ინვენტარიზაციის ჩატარება;
** დანაკლისისა თუ მეტობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიაში არსებული რეგულაციების შესაბამისი რეაგირება;
** სავაჭრო ობიექტებში კომპანიისადმი არსებული ვალების შედარება სისტემაში არსებულ მონაცემებთან;
** ვადაგადაცილებული და პრობლემური ვალების კონტროლი, მენეჯმენტი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** კომპანიის ინვენტარის გეგმიური აღწერის ჩატარება და სისტემაში ასახვა;
** კომპანიის თანამშრომელთა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** რისკების შეფასების და მართვის უნარები და გამოცდილება;
** პრობლემურ ვალებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);
** ავტომანქანის მართვის ცოდნა (მართვის მოწმობის B კატეგორია).
ცოდნა და უნარები:
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ჯგუფში მუშაობის უნარი;
** მივლინებებისათვის მზადყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge და პოზიციის სახელწოდება და რეგიონი მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.
დებიტორ. დავალიანების/უსაფრთხოების ოფიცერი
18 აპრილი -
18 მაისი