კომპლექსის მენეჯერი

02 ივლისი - 02 აგვისტო

სს "m2 უძრავი ქონება" აცხადებს ვაკანსიას კომპლექსის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპლექსის მოვლა-პატრონობის სერვისების მართვა, კოორდინაცია, დაგეგმვა და კონტროლი;
** საცხოვრებელი კომპლექსის მომსახურების ხარისხის კონტროლი, პრევენციული ზომების მიღება, ნაკლოვანებების აღმოჩენა და ოპტიმალური გადაჭრის გზების მოძებნა;
კომპლექსის ხარვეზების აღრიცხვა;
** მაცხოვრებლების მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მიღება, აღრიცხვა და დროული რეაგირება;
** კომუნიკაცია დაკავშირებულ მხარეებთან, როგორიცაა სამეზობლო/ამხანაგობა, კონტრაქტორი კომპანიები;
** კონტრაქტორების მიერ ჩასატარებელი სამუშაოების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ნაკლოვანების გამოსწორების უზრუნველყოფა;
** კომპლექსის მოვლის მომსახურების ხარჯების დაფარვის კონტროლი, დავალიანებების მონიტორინგი და რეპორტინგი;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების მართვის მიმართულებით);

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook);
** ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, ინგლისური და რუსული ენების საფუძვლიანი ცოდნა;
** მომსახურების და კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** მოტივაცია და ენერგიულობა;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: m2jobs@m2.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივლისისა (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).