საკრედიტო ექსპერტის თანაშემწე - თბილისი, რეგიონები

22 მარტი - 22 აპრილი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტ პლუს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის თანაშემწის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი, მარნეული, თელავი, გორი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** არსებული პროდუქტების მაქსიმალურად ეფექტურად გაყიდვა და პრომოუშენი 
** როგორც აგრო, ასევე მიკრო ბიზნესის მფლობელებთან ადგილზე ვიზიტი და პროდუქტების შეთავაზება
** ექსპერტისათვის დახმარების გაწევა საოფისე საქმიანობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს;
** განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში;
** თავის გამოჩენის შემთხვევაში საკრედიტო ექსპერტად გადაყვანას.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ვაკანსიის დასახელებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@creditplus.ge 2018 წლის 21 აპრილამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საკრედიტო ექსპერტის თანაშემწე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს.