მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტ პლუს ჯორჯია", რომლის საქმიანობის მთავარ მიმართულებას აგრო და ბიზნეს სექტორის დაფინანსება და ხელშეწყობა წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიასფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ. ქუთაისი. ანაზღაურება: ხელფასი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით + ბონუსი. ძირითადი მოვალეობები: ** კადრების შერჩევა და მათი სწავლების უზრუნველყოფა ** აგრო და ბიზნეს სესხების მიმართულებით ფილიალის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და ყოველთვიური გეგმის შესრულების უზრუნველყოფა ** აგრო და ბიზნეს სესხების ფინანსური ანალიზი და განხილვა შესაბამისი დონის საკრედიტო კომიტეტზე ** ფილიალის ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა ** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი ** ფილიალის მომხმარებლების კმაყოფილების მართვა ** რეპორტინგის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით) ** საფინანსო სფეროში, ბიზნეს და აგრო სესხების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ** MS პროგრამების ცოდნა ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** თანამშრომლების მოლოდინების მართვის, მოტივირების და განვითარების უნარი ** გუნდურობა ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი ** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ანალიტიკური აზროვნება ** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@creditplus.ge და ელ-ფოსტის სათაურში (გრაფაში "subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, არაუგვიანეს 2018 წლის 21 აპრილისა. |
ფილიალის მენეჯერი - ქუთაისი
22 მარტი -
22 აპრილი