ფილიალის მენეჯერი - ქუთაისი

22 მარტი - 22 აპრილი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტ პლუს ჯორჯია", რომლის საქმიანობის მთავარ მიმართულებას აგრო და ბიზნეს სექტორის დაფინანსება და ხელშეწყობა წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიასფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. ქუთაისი.
ანაზღაურება: ხელფასი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** კადრების შერჩევა და მათი სწავლების უზრუნველყოფა
** აგრო და ბიზნეს სესხების მიმართულებით ფილიალის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და ყოველთვიური გეგმის შესრულების უზრუნველყოფა
** აგრო და ბიზნეს სესხების ფინანსური ანალიზი და განხილვა შესაბამისი დონის საკრედიტო კომიტეტზე 
** ფილიალის ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი
** ფილიალის მომხმარებლების კმაყოფილების მართვა
** რეპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით)
** საფინანსო სფეროში, ბიზნეს და აგრო სესხების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება 
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** MS პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. 

უნარ-ჩვევები:

** თანამშრომლების მოლოდინების მართვის, მოტივირების და განვითარების უნარი
** გუნდურობა
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@creditplus.ge და ელ-ფოსტის სათაურში (გრაფაში "subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, არაუგვიანეს 2018 წლის 21 აპრილისა.