მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი - MCM

12 ნოემბერი - 12 დეკემბერი

Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის - MCM პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიის მაღალი ცნობადობის უზრუნველყოფა.
** კომპანიის მიმართ მომხმარებლის და თანამშრომლების მაღალი ლოიალობის უზრუნველყოფა, მათ შორის ლოიალობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება
** მომხმარებლის ნაკადების მუდმივი ზრდა წინა პერიოდებთან მიმართებაში
** ბრენდის პოზიტიური იმიჯის ფორმირება, როგორც მომხმარებელში , ასევე თანამშრომლებში
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა მარკეტინგული კომუნიკაციების გზით
** კომპანიის ქსელში შემავალი ყველა ობიექტისათვის განვითარების გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება მარკეტინგული კომუნიკაციების გზით
** კომპანიის შიდა და გარე ვიზუალური სტანდარტის განვითარება და მისი მუდმივი კონტროლი
** პარტნიორ კომპანიებთან ერთობლივი აქციების, სპეც შეთავაზებების და მარკეტინგული კომუნიკაციების მოფიქრება და განხორციელება
** სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე კომპანიის წარდგენა და რეკლამირება (სპონსორობა, პარტნიორობა სხვა სახის ოფიციალური და არაოფიციალური აქტივობა)
** BTL კომუნიკაციების მუდმივი წარმოება (დეგუსტაციები, სემპლინგი, პრომო აქციები, სპეც აქციები)
** სოციალური მედია კომუნიკაციების წარმოება Facebook და Instagram პლათფორმების გამოყენებით
** სოციალური მედიის ბიუჯეტირება და ბიუჯეტის ათვისება
** სხვადასხვა სახის გათამაშებების და აქტივობების განხორციელება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს / მარკეტინგის კუთხით
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის ან horeca მიმართულებით.
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა
** პროგრამების - Word, Excel, Power Point, adobe illustrator, adobe photoshop, ძალიან კარგად ცოდნა
** საქმიანი და კორპორატიული მიმოწერის მაღალი კულტურა
** ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, შრომისუნარიანობა, განვითარებაზე ორიენტირებულობა და პოზიტიურად აზროვნება
** პუნქტუალობა, გუნდურად მუშაობა, მაღალი პასუხისმგებლობა.

სამუშაო განრიგი:

** ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი
** სამუშაო დღეების რაოდენობა კვირაში - 5 დღე
** დასვენება- შაბათ-კვირა
** სამუშაო განაკვეთი - 10:00 - 18:00 სთ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.